მთავარი > დამფუძნებელი

მამუკა ანდღულაძე 

 

წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი.

 

მოიპოვა პრეზიდენტის სტიპენდია და სწავლობდა ზაარბრიუკენის ევროპის სამართლის ინსტიტუტში და მიიღო ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Eur LL.M.), ძირითადი სპეციალობით ადამიანის უფლებები და ევროპის მედიის სამართალი.

 

გერმანიის აკადემიური სამსახურისა (DAAD) და ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) ერთობლივი სტიპენდიის ფარგლებში სწავლობდა გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე (PhD iur.). სადისერტაციო თემა დაიცვა ქართული და ევროპული მედია სამართლის დარგში.

 

აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის სამინისტროში. გაიარა პრაქტიკა გერმანელ იურისტთა ასოციაციის ბრიუსელის ოფისში (ბელგია) და მუშაობდა ერიხ პომერის სახელობის პოსტდამის მედია ინსტიტუტში (გერმანია).

 

კითხულობს ლექციებს ევროპის სამართალსა და მედია სამართლის საკითხებზე. არის მონოგრაფიის, სამეცნიერო კვლევების და ანგარიშების ავტორი და თანაავტორი.

 

მუშაობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია ანალიტიკოსის პოზიციაზე და ჩართული არის მთელ რიგ პროექტებში დაკავშირებული ქართულ მედია სფეროსთან (მონიტორინგი სავალდებულო ტრანზიტის (must carry) განხორციელებაზე, ახალი მედიის სამართალის შესწავლა და ა.შ.).  


უკან დაბრუნება