21-08-2014, 18:26  / ნანახია: 1102

2014 წლის 19 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების - დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის N569-ე კონსტიტუციური სარჩელი.

24-10-2012, 19:06  / ნანახია: 1396

"2012 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ.

 

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი -   გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა."

11-10-2012, 11:49  / ნანახია: 1248

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

 

1. დაკმაყოფილდეს N 421 და N  422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ.

 

2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,, გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ ... 

11-10-2012, 10:55  / ნანახია: 1265

კონსტიტუციური სარჩელი N468 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას ...


უკან1 2 წინ