06 ნოემბერი, 2012
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯმდომარის ირაკლი ჩიქოვანის ფარული აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარია მასსა და კავკასუს ონლაინის წარმომადგენლებს შორის.
2 ნოემბერი 2012
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტელეკომპანია „იმედი“-ს ახალმა მფლობელმა პატარკაციშვილის ოჯახმა გაათავისუფლა 30 ჟურნალისტი, რომლებიც საინფორმაციო პროგრამაზე მუშაობდნენ.
19 ოქტომბერი, 2012
ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე კოალიციამ მედია ადვოკატირებისათვის წარმოადგინა წინადადებები ქართული მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის.
შევარდნაძის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს დაიბრუნა რეგიონალური ტელევიზია გურია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოლდენ კომი, რომელმაც 4 წლის ვადით მოიგო ტენდერი სატელევიზიო ანძების მართვაზე, უარს აცხადებს ანძების ოპერირებაზე. კომპანია ფლობს რამოდენიმე სასტუმროს და მისი საქმიანობის პროფილი არანაირად არ არის დაკავშირებული კომუნიკაციის სექტორთან.