28-11-2012, 10:24  / ნანახია: 1121

ტელეკომპანია რუსთავი2 მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფინანსთა სამინისტრო გეგმავს შეისწავლოს თუ რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, როდესაც ფინანსური ამნისტიის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერეს ტელევიზიებს როგორიცაა რუსთავი2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

23-11-2012, 16:05  / ნანახია: 1209

საქართველოს ახლად არჩეულმა პრემიერ მინისტრმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შესაძლებლობას მეცხრე არხი შეურთდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ კი ეს უკანასკნელი შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საზოგადოების ინტერესებს რეალურად მოემსახურება.

 

 

21-11-2012, 11:03  / ნანახია: 1150
მათიას ჰუტერი, მამუკა ანდღულაძე

მობილურ კომპანიებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, სისტემატურად ედევნებინა თვალყური მოქალაქეთა ელექტრონული კომუნიკაციისთვის. პარლამენტმა დროულად უნდა დააწესოს ჯეროვანი ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებზე, რათა აღმოიფხვრეს ამ რესურსის ბოროტად გამოყენება.

15-11-2012, 11:47  / ნანახია: 1149

ნიკა გვარამია, განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დაინიშნა რუსთავი 2 ახალი დირექტორად. რუსთავი 2 გახლავთ ეროვნული მაუწყებელი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. 

9-11-2012, 11:02  / ნანახია: 1135

08 ნოემბერი, 2012 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტის პაკეტი, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სასამართლო სხდომათა ფოტო და ვიდეო ჩაწერის უფლების აღდგენას. დოკუმენტის თანახმად მოსამართლეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სხდომათა ჩაწერა და მასალის შემდგომი არადისკრიმინაციულად დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის მიწოდება.