მმართველი ელიტის ცვლილებამ მთლიანად შეარყია ქართული მედია გარემო
22-10-2012, 11:38  / ნანახია: 1332

მედია სამართლის ინსტიტუტი 

22 ოქტომბერი 2012  

 

მამუკა ანდღულაძე 

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში მედია ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმოამდგენლები ხშირად მიუთითებდნენ ქართული მედიის პოლარიზების თაობაზე. მედია და განსაკუთრებით ტელევიზიის სფერო მართველი პარტიის ხელში არსებულ ეფექტურ იარაღად მიიჩნეოდა, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი ყოფილ მთავრობასთან დაკავშირებულმა „მედია იმპერიამ“ სწრაფი რღვევა დაიწყო.

 

რვა წლის წინ საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი „რუსთავი 2“ ითამაშა, რომელიც იმ დროს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებად ითვლებოდა. სამწუხაროდ მედია გარემო ვარდების რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. პირიქით მთავარმა მედია საშუალებებმა ხელისუფლების პოლიტიკის უპირობო ქება დაიწყეს ნაცვლად მისი კრიტიკისა და მოხელეების შეცდომების კვლევისა. საგამოძიებო პროგრამები გაქრა ეთერიდან, კრიტიკული არხები დაიხურა, გაიყიდა ხელისუფლებასთან ასოცირებულ პირებზე ან უარი ეთქვათ საკაბელო ოპერატორების პაკეტებში ჩართვაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესი უნდა გამოხატოს ყოფილ მართველ ძალასთან ასოცირდებოდა.

 

სამწუხაროდ ე.წ. კრიტიკულმა ან პრო-ოპოზიციურმა მედიამაც ვერ შეძლო მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ხელისუფლების კრიტიკაზე კონცენტრირებული მედია ვერ უზრუნველყოფდა ჟურნალისტიკური სტანდარტების დაცვას და მოსახლეობაში მათ მიმათ ნდობის დაბალ ხარისხს ფინანსური რესურსების არ არსებობასა და ხელისუფლების ზეწოლას აბრალებდა. ახალ შექმნილი მეცხრე არხიც კი, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მომავალი პრემიერ მინისტრი ეხმარება არ მიიჩნევა ობიექტურ მედიად.

 

მართველი ძალის საპარლამენტი არჩევნებში დამარცხება წარმოადგენს მთავარ მიზეზს ხელისუფლებასთან ასოცირებულ მედია საშუალებებში მიმდინარე ბოლო დროინდელი ცვლილებებისა და კიდევ ერთი მტკიცებულება ქართული მედია გარემოს პოლარიზებისა. ძველი პოლიტიკური და ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო ბევრმა მედია საშუალებამ პროფილი შეიცვალა, გაიყიდა სიმბოლურ ფასად, დაიხურა ან ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა. უფრო მეტიც, ყოფილი მეპატრონეები გეგმავენ სასამართლოს მიმართონ მათი კუთვნილი არხების უკან დასაბრუნებლად. ზოგმა ჟურნალისტმა გააპროტესტა ტელევიზიაში არსებული ცენზურა,  ზოგიც გაათავისუფლეს ან თავად დატოვა მედია საშუალება. 

 

ქართულ მედია სექტორში მიმდინარე ცვლილებები ჯერ არ დამთავრებულა. უახლეს მომავალში ჩვენ გავხდებით კიდევ უფრო მეტი გახმაურებელი ცვლილებების მოწმე. 

ამოსაბეჭდი ვერსია