მედია სამართლის ინსტიტუტი უერთდება ევროპულ ინიციატივას მედია პლურალიზმის გასაძლიერებლად
16-10-2012, 20:26  / ნანახია: 1312

მედია სამართლის ინსტიტუტი უერთდება ევროპულ ინიციატივას მედია პლურალიზმის გასაძლიერებლად. ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა ფარგლებში ხელმოწერათა შეგროვებას, რათა საკანომდებლო ინიციატივით კომისიას მიმართონ დირექტივის მიღებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მედია პლურალიზმის გაძლიერებას. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ევროპის კავშირს ეხება და არა საქართველოს, ჩვენი ორგანიზაცია იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და იმედით უერთდება ინიციატივას რათა ანალოგიური საკანომდებლო გარანტიები პლურალიზმის მხარდასაჭერად საქართველოშიც მიღებული იყოს.

ამოსაბეჭდი ვერსია