ქართული მედია არჩევნების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას
15-10-2012, 11:49  / ნანახია: 1500

მედია სამართლის ინსტიტუტი 

15 ოქტომბერი 2012  

 

მამუკა ანდღულაძე 

 

ქართული მედია სექტორი საპარლამენტო არჩევნებისა და პირველი მშვიდობიანი ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, მედია საშუალებათა მფლობელებმა და მენეჯერებმა უნდა გადადგან აქტიური ნაბიჯები, რათა მოხდეს მედიის დეპოლარიზაცია და შექმნან თავიანთი თანამშრომლებისათვის ჯანსაღი სამუშაო გარემო. მედია მფლობელთა სტატუსი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ, როდესაც მთელი რიგი მედია საშუალებებში, რომლებიც დამარცხებულ პარტიასთან ასოცირდებიან შეიცვალა მესაკუთრეები შესაბამისი საჯარო განმარტების გარეშე. აღნიშნული ქმედებები შემაშფოთებელია საეჭვოდ განხორციელებული ცვლილებების ფონზე. არსებობს ეჭვი, რომ მედია საშუალებები ისევ გამოყენებული იქნებიან როგორც პროპაგანდის იარაღი პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაციისათვის.

 

პოლარიზაცია მედია სექტორისა

 

ქართული მედია გარემო პოლარიზებულია. მედია ფართოდ არის მიჩნეული როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკოსების ხელში. მნიშვნელოვანი მედია საშუალებების მფლობელები და ხელმძღვანელები ასოცირდებიან როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან.[1]  საქართველოს მოსახლეობა მედიის აქტიური მომხმარებელია. თბილისის მოსახლეობის 80%, ხოლო რეგიონში 90% მეტი ტელევიზიას მიიჩნევს როგორც ინფორმაციის მთავარ წყაროს.[2] მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა ნდობა ქართული მედიის მიმართ დაბალია, რადგან მედია პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირდებიან.[3] 

 

წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა მკვეთრი დაპირისპირებით არა მარტო პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს შორის, არამედ პოლარიზებულ ორ მედია სექტორს შორისაც. პრო ოპოზიციური არხების მიერ, მაესტრო და მეცხრე არხი, ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ ძალადობის სცენები იყო აღბეჭდილი, მძიმე დარტყმა მიაყენა ხელისუფლებას, გააღიზიანა მოსახლეობა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ყოფილი მართველი ძალის არჩევნებში დამარცხება.

 

მედიის ფუნქციას საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზირება და გამოქვეყნება წარმოადგენს. მედია საშუალებათა ხელმძღვანელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც დაიცავს ჟურნალისტებს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან. მომავალმა ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად თავი უნდა შეიკავონ მედიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევისაგან. ჟურნალისტთა დაშინების ნებისმიერი შემთხვევა და მათი იძულება გარკვეული სახის ინფორმაციის გამოქვეყნებისა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები წარდგენილი  მართლმსაჯულების წინაშე. მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით ხელისუფლების გადაბარების პერიოდში, როგორც გარანტი და ზედამხედველი, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აღკვეთილი იქნება ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტები. 

 

მედია მფლობელობა

 

წლების განმავლობაში ტელევიზიის მფლობელთა ვინაობა უცნობი იყო, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ ავალდებულებდა კომპანიების აღნიშნული სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას. ტელევიზიათა უმრავლესობა, რომელიც ყოფილ მართველ ძალასთან ასოცირდებოდა, ეკუთვნოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ ფირმებს. ოფშორის კანომდებლობა საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ არა მარტო საგადასახადო შეღავათები, არამედ უზრუნველყოფს მფლობელთა ვინაობის დაცვას.

 

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს განახორციელა საკანომდებლო ცვლილებები, რომლითაც აიკრძალა მედია საშუალებათა მფლობელობა იმ კომპანიების მიერ, რომლებიც ოფშორულ ზონაში არიან დარეგისტრირებული. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდა იმ სატელევიზიო არხებზეც, რომლებიც უკვე საქმიანობდნენ კანონის ფარგლებში საქართველოს მედია ბაზარზე. პარლამენტის მიერ მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა თუ რამდენად შეესაბამება ოფშორის ზონაში დარეგისტრირებული ფირმებისათვის მედიის მფლობელობის აკრძალვა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტს. 2012 წლის პირველი იანვრიდან მედია საშუალებებმა მარეგულირებელ ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) მიაწოდეს ინფორმაცია ტელევიზიათა ახალი მფლობელების შესახებ. ამ უკანასკნელმა კი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედია საშუალებების, რომლებიც მართველ ძალას ღიად უჭერდნენ მხარს, მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალა.[4] ტელეკომპანია რუსთავი 2 და მზე-ს წილები 5 დღის განმავლობაში ორჯერ გაიყიდა. მართალია პროცესი ფორმალურად გამჭვირვალეა და ახალ მფლობელთა ვინაობა ცნობილია, მაგრამ ცნობილი არ არის მიზეზი აღნიშნული სახის გარიგებისა. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის რუსთავი 2 წილი სიმბოლურ თანხად გაიყიდა და ფასი აშკარად საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო.

 

 

 

აღნიშნული ხაისიათის პროცესები ქმნიან სპეკულაციების საფუძველს. ასევე გასათვალისწინებულია ამ ფონზე განცხადებები მედია საშუალებათა ყოფილი მფლობელების მიერ, რომლებიც გეგმავენ სასამართლოს მიმართონ ტელევიზიების უკან დასაბრუნებლად, რადგან მათი განცხადებით ისინი იძულებული იყვნენ თავის დროზე დაეთმოთ ტელევიზიის წილები.[5] მედია საშუალებები, როგორც „მოდარაჯე ძაღლები“ მოწოდებული არიან გამოიკვლიონ თუ რა დარღვევები ხდება როგორც ხელისუფლებაში ასევე კერძო სფეროში. ამ დროს კი მედია საშუალებების ხელმღვანელებმა არ მიაწოდეს მოსახლეობას ინფორმაცია მფლობელთა სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. თუ გავითვალისწინებთ საჯარო ინტერესს, რომელიც არსებობს ტელევიზიის მესაკუთრებთა მიმართ, ყოფილმა მფლობელმა საჯაროდ უნდა განმარტონ აღნიშნული გაყიდვების მიზეზების შესახებ, ხოლო ახალმა მესაკუთრებმა კი განაცხადონ თუ რა გეგმები აქვთ ტელევიზიების მიმართ.

 

დრო, როდესაც მედია სექტორი პოლარიზებული იყო და ტელევიზიები გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა დასრულდეს. საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ახალმა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და მედია საშუალებათა ხელმძღვანელობამ თავი უნდა შეიკავონ ძველი პრაქტიკისაგან, რომელმაც მედიის რეპუტაციას და ნდობას მოსახლეობას თვალში დიდი ზიანი მიაყენა.



[1] Transparency International Georgia, Blog, http://transparency.ge/en/blog/entities-associated-government-and-opposition-taking-over-tv-stations (ბოლოს ნანახია 12.10.2012).

[2] CRRC, Media Survey 2011, Georgia,  http://www.crrc.ge/oda/?dataset=7&row=22&column=1.

[3] CRRC, Media Survey 2011, Georgia, http://www.crrc.ge/oda/?dataset=7&row=253.

[4] Article on Media.Ge http://www.media.ge/en/stories/davidkezerashvilisellssh (ბოლოს ნანახია 13.10.2012).

[5] Article on Media.Ge http://www.media.ge/en/stories/rustavi2formerownerstost, (ბოლოს ნანახია 13.10.2012).

ამოსაბეჭდი ვერსია