ევროპის სასამართლო vs. საქართველო - სიტყვის გამოხატვის თავისუფლება
11-10-2012, 12:55  / ნანახია: 1500

გორელიშვილი vs. საქართველო, # 12979/04

 

2000  წლის ივლისში,  განმცხადებელმა გამოაქვეყნა სტატია გაზეთში „მერიდიანი 44“ (# 75 (579) 2000  წლის 5-7  ივლისი).  სტატია, სახელწოდებით  „ორმაგი“  სამინისტროს მინისტრმა არ იცის სად და რამდენი აქვს შენახული“,  წარმოადგენდა რეგულარული რუბრიკის გაგრძელებას;  რუბრიკა აცნობს მკითხველს სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურების ფინანსურ მდგომარეობას ქონებრივ დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემების მიხედვით.  რუბრიკის თემა საჯარო სამსახურში არსებულ კორუფციას ეხებოდა.   სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ჟურნალისტისა და გაზეთის რედაქტორის წინააღმდეგ დეფამაციის (ცილისწამების)  გამო. სადაც გაცხადებული იყო, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ამოსაბეჭდი ვერსია