საკონსტიტუციო სასამართლო - სარჩელის უფლება
11-10-2012, 11:49  / ნანახია: 1451

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

 

1. დაკმაყოფილდეს 421 და  422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ.

 

2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,, გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.

 

3. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს  კანონის 59 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვები ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების"  იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის    მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.

ამოსაბეჭდი ვერსია