აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა - AVMD
7-12-2014, 13:03  / ნანახია: 1342

აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივის ნორმები არეგულირებენ ნებისმიერ აუდივიზუალ სერვისის საკითხებს მიუხედავად იმისა თუ რა ტექნოლოგიური საშუალებით ხორციელდება მაუწყებლობა. 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ხელმოწერის შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება მათ შორის აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივის იმპლემენტაციისა. 

 

დანართი XXXIII

 

თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში 

 

2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EUდირექტივა აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებითა ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა)    

 

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, გარდა დირექტივის 23-ე მუხლისა, რომელიც შესრულდება ხუთი წლის ვადაში.

ამოსაბეჭდი ვერსია