საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მედია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
28-10-2014, 15:31  / ნანახია: 2902

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:

 

2002 წლის 5 ნოემბრის #2/2/180-183  გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეთა მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“.  

 

2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა მოქ. აკ. გოგიჩაიშვილის კონსტიტუციური სარჩელი  “საქართველოს სამოქალაქო კოდექსი" მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" მე-20 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა სარჩელი «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის ცალკეული მუხლების პრეზიდენტის ბრძაბებულებებთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, შესაბამისობა

 

2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მუხლების საქართველოს კონსტიტუციის მუხლებთან შესაბამისობის დადგენა, მათ შორის მე-19 და 24-ე მუხლთან.

 

2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი  და ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი: 

 

2002 წლის 5 ნოემბრის # 2/2/180-183 გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეთა მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“.

 

2006 წლის 6 ივნისის #2/2/359 გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “სახელმწიფო დაწესებულებების...” კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით

 

2006 წლის 14 ივლისის # 2/3/364 გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მოქლაქე რუსუდან ტაბატაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა სარჩელი «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის ცალკეული მუხლების პრეზიდენტის ბრძაბებულებებთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, შესაბამისობა

 

2008 წლის 30 ოქტომბერი, #2/3/406,408, გადაწყვეტილება - 1. არ დაკმაყოფილდა საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 41-ე მუხლთან მიმართებით. 2.არ დაკმაყოფილდა კონსტიტუციურ სარჩელი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

2009 წლის 10 ნოემბერის #1/3/421,422 გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდა N421 და N422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ: ა) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვების "გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტებს ბ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვების "ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტებს და გ) "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება - საქართველოს კანონის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” ცალკეული მუხლების შესაბამისობა მათ შორის კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებთან.

 

2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება - კონსტიტუციური სარჩელი N468 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით a) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას; ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“.

 

2014 წლის 11 აპრილის #569 გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრების კონსტიტუციური სარჩელი N569. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი (ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე) (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 

ამოსაბეჭდი ვერსია