Delfi AS v. Estonia
21-08-2014, 19:16  / ნანახია: 1760

საქმე ეხება ესტონეთში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ პორტალს, რომლის გვერდზე განთავსებულ სტატიაზე მომხმარებლებმა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ესტონეთის სასამართლომ სისტემა მიიჩნია, რომ ონლაინ მედია საშუალებამ ვერ უზრუნველყო სტატიაში მოხსენიებული პირის პატივისა და ღირსების დაცვა მის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარებისაგან. შესაბამისად, ნაციონალურმა სასამართლომ მცირე ღირებულების ფულადი სახის ჯარიმა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართლომ მნიშვნელოვნად გაითვალისწინა ესტონეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმენტები და მიიჩნია, რომ ესტონეთს არ დაურღვევია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მე-10 მუხლის დარღვევა. 

 

აღნიშნული საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას განხილვისათვის. 

ამოსაბეჭდი ვერსია