საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების, მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხების შესახებ
21-08-2014, 18:26  / ნანახია: 1489

2014 წლის 19 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების - დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის N569-ე კონსტიტუციური სარჩელი.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 12 ივლისის N833-რს და 20 ნოემბრის რს-1628 საქართველოს კანონების მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების, მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხებს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია და არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისპირველ პუნქტთან მიმართებით (სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისუფლება).

 

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი და დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა - შეაჩერა „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის12 ივლისის N833-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება საქმეზესაბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ამოსაბეჭდი ვერსია