XXXIII დანართის შესაბამისად (თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში) საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:
2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU დირექტივა აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებითა ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, გარდა დირექტივის 23-ე მუხლისა, რომელიც შესრულდება ხუთი წლის ვადაში.