ევროპული სასამართლო - სომხების გენოციდის უარყოფა დაცულია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით
18-12-2013, 14:51  / ნანახია: 1433

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით სომხების გენოციდის უარყოფა დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში გარანტირებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით. საქმე შეეხებოდა თურქეთის მოქალაქეს, Perinçek v. Switzerland, რომელმაც შვეიცარიაში რამდენიმე კონფერენციაზე სომხების გენოციდს "საერთაშორისო სიცრუე" უწოდა, რის გამოც იგი შვეიცარიის სასამართლოს მიერ პასუხისგებაში იყო მიცემული. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება სომხების 1915 წლის გენოციდის სამართლებრივ შეფასებას. 

ამოსაბეჭდი ვერსია