Freedom House-ის მონაცემებით საქართველომ გაიმჯობესა ინტერნეტ თავისუფლების ინდექსი
3-10-2013, 14:23  / ნანახია: 1306

Freedom House-ის ბოლო 2013 წლის მონაცემებით, რომელიც ინტერნეტ სექტორის თავისუფლებას შეეხება საქართველო კვლავ იმ სახელმწიფოთა რიგებშია სადაც ინტერნეტის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველომ გაიმჯობესა ინტერნეტ თავისუფლების ინდექსი. Freedom House-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2012-2013 წლებში ონლაინ კონტენტის შეზღუდვის უფრო ნალები ფაქტები დაფიქსირდა ვიდრე გასულ წლებში, არ არის ცენზურის ან კონტენტის შეზღუდვის ფაქტები ხელისუფლებისა თუ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ და არ არის ონლაინ აქტივისტებისა თუ რეპორტიორების დაკითხვისა თუ დაკავების შემთხვევები. 

ამოსაბეჭდი ვერსია