"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - ტელეკომუნიკაციების უკონტროლო სისტემატური მეთვალყურეობა უნდა დასრულდეს
21-11-2012, 11:03  / ნანახია: 1195
მათიას ჰუტერი, მამუკა ანდღულაძე

მობილურ კომპანიებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, სისტემატურად ედევნებინა თვალყური მოქალაქეთა ელექტრონული კომუნიკაციისთვის. პარლამენტმა დროულად უნდა დააწესოს ჯეროვანი ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებზე, რათა აღმოიფხვრეს ამ რესურსის ბოროტად გამოყენება.

 

ტელეკომუნიკაციის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს (სოდ) საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში დამონტაჟებული აპარატურის მეშვეობით პირდაპირი წვდომა ჰქონდათ კომუნიკაციის ყველა მონაცემზე. ამ პირის ინფორმაციით, მონიტორინგის განმახორციელებელი ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი არჩევნების შემდეგაც არ მომხდარა.

ამოსაბეჭდი ვერსია