ბრძოლა ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად
6-11-2012, 10:58  / ნანახია: 1261

მედია სამართლის ინსტიტუტი 

06 ნოემბერი 2012  

 

მამუკა ანდღულაძე 

 

ბოლო პერიოდში ქართულ მედია ბაზარზე განვითარებული მოვლენები, როდესაც მედია საშუალებათა ძველი და ახალი მფლობელები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ათავისუფლებენ ჟურნალისტებს, მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში ჟურნალისტთა შრომითი უფლებები დაცული არ არის და მედია მიჩნეული როგორც პოლიტიკური იარაღი და კომპანიების მართვა ხდება არა როგორც ბიზნესისა. 

 

ბოლო თვეების განმავლობაში სექტორში ბევრმა მედიამ მფლობელი შეიცვალა. მთავარმა ტელევიზიებმა, რომელთაც მჭიდრო კავშირი ძველ ხელისუფლებასთან ჰქონდათ პროფილი შეიცვალეს, დახურეს ძვირადღირებული გასართობი პროგრამები და გაათავისუფლეს მთელი რიგი ჟურნალისტები. აღნიშნულ ცვლილებათა მთავარი მიზეზი გამომდინარეობს ახალი პოლიტიკური რეალობიდან და რესურსების კონსოლიდაციით. ახალი ხელისუფლების პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა მედია საშუალებებმა ძველი პრივილეგიებითა და ლუკრატიული სარეკლამო კონტრაქტებით ისარგებლონ. მაუწყებელთა ახალ მფლობელებს კი სამსახურში აყავთ ის ჟურნალისტები ვისაც ენდობიან და ადრე მათთან ერთად მუშაობდნენ. შესაბამისად, ისინიც ათავისუფლებენ ძველ ჟურნალისტებს.   

 

დიდი ხანი მიდის უკვე საუბარი, რომ საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები დაცული არ არის. ჟურნალისტთა უმრავლესობას მოკლე ვადიანი სამუშაო ხელშეკრულებები აქვთ. ტელევიზიებს მფლობელების მიერ შესაბამისად ადვილად ხორციელდება მათზე ზეწოლა და ცენზურის პოლიტიკის გატარება სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით.

 

ახალმა მთავრობამ და მედია საშუალებათა მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, უნდა შექმნან ისეთი გარემო, როდესაც ჟურნალისტები თავისუფლად შეძლებენ საკუთარ უფლება-მოვალეობათა განხორციელებას. საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს საჯარო დისკუსია ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და განიხილოს მოქმედი შრომითი კანონმდებლობის შეცვლის შესაძლებლობაზე, რომლის მიზანიც ჟურნალისტთათვის და არა მარტო მათთვის დამატებითი გარანტიების შემოღება იქნება. 

ამოსაბეჭდი ვერსია